დოზატორები
დოზატორები განკუთვნილია თხევადი, ბლანტი და ძნელადდენადი პროდუქტების დოზირებული ჩამოსხმისათვის ნებისმიერ ტარაში.
ტარის დაცობვა ხორციელდება თერმოშესადუღი ფენით დაფარული ალუმინის კილიტით, ალუმინის თალფაკით და პლასტიკის თავსახურით.
ჩვენი დანადგარების მეშვეობით შესაძლებელია არაჟნის, ხაჭოს, მაიონეზის, დამდნარი ყველის, მზესუმზირის ზეთის , ღვინის, კონიაკის, არყის, თაფლის, კეტჩუპის, მდოგვის, სოუსების, ტყემლის, საყოფაცხოვრებო ქიმიის, საკვები კონცენტრატების და სხვა ანალოგიური პროდუქტების დაფასოებას და შეფუთვას.
ჩვენს მიერ წარმოებული ავტომატური ხაზები უზრუნველყოფს 500 დან 3000 ჭიქამდე საათში მწარმოებლურობას და ავტომატურ რეჟიმში ასრულებს ქვემოთჩამოთვლილ ოპერაციებს:
- ჭიქების მიწოდება;
- პროდუქტის დოზირება;
- კილიტის თავსახურის დაწყობა;
- კილიტის თერმოშედუღება;
- დამცავი თავსახურის დაწყობა;
- თარიღის დატანა;
- შეფუთული პროდუქტის გამოტანა.